აუდიტორული მომსახურება

ფინანსური აუდიტი დღეს ყველა ბიზნესისათვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, შესაბამისად სააუდიტორო კომპანიის მიერ გაწეული სერვისის ხარისხიანობა და ეფექტიანობა ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტის ბიზნესისათვის.
 

FMG - HLB International-ის წევრი“  გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
 

 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი წარმოადგენს ერთადერთ აღიარებულ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის სანდოობის ყველაზე მაღალ ხარისხს. საიმედო, უტყუარი აღრიცხვა და ანგარიშგება ეხმარება საწარმოს რესურსების ეფექტიანად განაწილებაში.  ფინანსური ანგარიშგებით დგინდება კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე და მისი შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც თავის თავში მოიცავს:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალი), ფულადი სახსრების მოძრაობისა და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს;
  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების შესაბამისობის დადგენას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიმართ;
  • დასკვნის შედგენა ანგარიშგების შესახებ და აუდიტორის მიერ ინფორმაციის მიწოდება გამოვლენილი ფაქტების შესახებ, ბასს-ების მოთხოვნათა დაცვით;

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის მიერ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ. დამკვეთთან აღნიშნული ანგარიშის განხილვის შემდეგ აუდიტორი ეხმარება დამკვეთს გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები (მოაწესრიგოს პირველადი საბუთები, დააზუსტოს დეკლარაციები და ა.შ.)