პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს „FMG-ის" წევრი კომპანია „FMG SOFT“, რომელიც გთავაზობთ  საბუღალტრო და მენეჯერულ, ასევე სასაწყობო-სადისტრიბუციო პროგრამულ პროდუქტებს. 

პროგრამული პროდუქტების ხარისხის უფრო მეტად ასამაღლებლად, ინტენსიურად წარმოებს სწრაფად მზარდი თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა, პროგრამების დახვეწა-გაუმჯობესება და მომხმარებლისათვის კიდევ უფრო  მოქნილი და თანამედროვე  პროდუქტის შეთავაზება.

"FMG SOFT" უზრუნველყოფს დაინსტალირებული პროგრამების ტექნიკურ მომსახურებას. ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციას პროგრამაში წარმოქმნილი პრობლემების გასასწორებლად, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებული ელექტრონული დეკლარირების სისტემების ინტეგრირებას პროგრამებში, ასევე საბანკო და სხვადასხვა გადახდის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფასთან პირდაპირ კავშირს.

ამასთან, შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა თქვენი კომპანიის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

„FMG SOFT“   მიერ შეთავაზებული სერვისებია:
 

  1. საბუღალტრო და სააღრიცხვო პროგრამები;
  2. სადისტრიბუციო პროგრამა;
  3. რესტორნებისა და კვების ობიექტების მართვის  პროგრამული   უზრუნველყოფა;
  4.  მარკეტებისა და სავაჭრო ობიექტების აღრიცხვის პროგრამული სისტემები;

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ  "FMG SOFT"